მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

6 თეთრიდან - 6.98 ლარამდე - რა ღირს საწვავი საქართველოს სამეზობლოში და მსოფლიოში?

ბენზინი გიაფდა

PIA.GE -მ globalpetrolprices.com-ის მიხედვით საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოში საწვავის ფასი გადაამოწმა.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანშია, ძვირი თურქეთში. საწვავის სიიაფის მიხედვით მეზობელ ქვეყნებში საქართველო მესამე ადგილს იკავებს.

საწვავის საშუალო ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:

  • აზერბაიჯანში 1 ლ. საწვავის ფასი - 1.37 ლარი;
  • რუსეთში 1 ლ. საწვავის ფასი - 1.95 ლარი;
  • საქართველოში 1 ლ. საწვავის ფასი - 2.23 ლარი;
  • სომხეთში 1 ლ. საწვავის ფასი - 2.55 ლარი;
  • თურქეთში 1 ლ. საწვავის ფასი - 2.77 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის იმპორტი $110 მლნ-ით $231 მლნ-მდე შემცირდა. ყველაზე დიდი 67%-იანი ვარდნა აპრილში დაფიქსირდა. 60%-ით შემცირდა საწვავის იმპორტი მაისში, ივნისში კი კლებამ 44% შეადგინა.

ნავთობპროდუქტების იმპორტის კლება ძირითადად 2 მიზეზითა იყო გამოწვეული:

  • საერთაშორისო ბაზარზე ფასები 40%-ზე მეტადაა შემცირებული, აპრილში ვარდნა 70%-საც აღემატებოდა;
  • შეზღუდვები კარანტინის შემდგომაც ნარჩუნდება, რაც საწვავზე მოთხოვნას ამცირებს.

ნავთობის ფასების ვარდნის შემდეგ საქართველოს საცალო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ფასი 60-70 თეთრით შემცირდა, მოგვიანებით კი 10-15 თეთრით ისევ გაიზარდა.

მიმდინარე წელს პანდემიის პირობებში საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად არსებული ფასები დაბალი ფასებით შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში საწვავი გაიაფდა, საქართველოში გაძვირდა.

მსოფლიოში ბენზინი ყველაზე იაფი ვენესუელაშია, ყველაზე ძვირი კი, ჰონგ- კონგში.

ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია ( საშუალო ფასი ლარში)

  1. ვენესუელა 1ლ. საწვავის ფასი - 0.06 ლარი.
  2. ირანი 1ლ. საწვავის ფასი - 0.19 ლარი.
  3. სუდანი 1ლ. საწვავის ფასი- 0.44 ლარი.
  4. ანგოლა 1ლ. საწვავის ფასი - 0.80 ლარი.
  5. ყატარი 1ლ. საწვავის ფასი - 1.07 ლარი.
  6. ქუვეითი 1ლ. საწვავის ფასი - 1.07 ლარი.
  7. ალჟირი 1ლ. საწვავის ფასი - 1.12 ლარი.
  8. ნიგერია 1ლ. საწვავის ფასი - 1.23 ლარი.
  9. მალაიზია 1ლ. საწვავის ფასი - 1.26 ლარი.
  10. ყაზახეთი 1ლ. საწვავის ფასი - 1.27 ლარი.

ქვეყნები, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია ( საშუალო ფასი ლარში)

  1. ჰონგ -კონგი 1ლ. საწვავის ფასი - 6.98 ლარი.
  2. ცენტრალური აფრიკა 1ლ. საწვავის ფასი - 6.23 ლარი.
  3. ნიდერლანდები 1ლ. საწვავის ფასი - 5.84 ლარი.
  4. მონაკო 1ლ. საწვავის ფასი - 5.45 ლარი.
  5. ნორვეგია 1ლ. საწვავის ფასი - 5.43 ლარი.
  6. დანია 1ლ. საწვავის ფასი - 5.39 ლარი.
  7. საბერძნეთი 1ლ. საწვავის ფასი - 5.39 ლარი.
  8. ფინეთი 1ლ. საწვავის ფასი - 5.25 ლარი.
  9. ისრაელი 1ლ. საწვავის ფასი - 5.21 ლარი.
  10. პორტუგალია 1ლ. საწვავის ფასი - 5.17 ლარი.