მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 თვეში ტურისტების რაოდენობა 67.2%-ით, ხოლო ივლისში 93.5%-ით შემცირდა

ტურისტი

ჩაკეტილი საზღვრების გამო საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი ივლისშიც ნულთან მიახლოებული აღმოჩნდა. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 95.6%-ით 1.1 მლნ-დან 48 535-მდე შემცირდა, ვიზიტორების რიცხვი კი 94.8%-ით 882 33-დან 45 842-მდე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვიზიტორებში მეზობელი ქვეყნების წილი 79%-ს შეადგენს. ივლისში საქართველოს საზღვარი თურქეთის 18 318-მა მოქალაქემ გადაკვეთა, ვარდნა - 88.3%. 9762 ვიზიტორით მეორე ადგილზე სომხეთია, ვარდნა - 93.1%, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 97.4%-ით 4191-მდე, ხოლო აზერბაიჯანიდან 97.7%-ით 4024-მდე შემცირდა.

ვარდნა კიდევ უფრო მასშტაბურია ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან. თუ 2019 წლის ივლისში ევროკავშირიდან საქართველოს 55 480 ვიზიტორი ეწვია, 1 წლის შემდეგ მათი რაოდენობა 98.5%-ით 832-მდე შემცირდა.

ვიზიტორებში ტურისტების წილმა 81.2% - 37 207 შეადგინა, უშუალოდ ტურისტების რაოდენობაში ვარდნამ 93.5%-ს მიაღწია. 2019 წლის ივლისში საქართველოს 570 482 ტურისტი ეწვია.

რაც შეეხება შვიდთვიან მონაცემებს, იანვარ-ივლისში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 69.9%-ით, 4.962 მლნ-დან 1.496 მლნ-მდე, ვიზიტორების რაოდენობა 69%-ით 4.112 მლნ-დან 1.275 მლნ-მდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 67.2%-ით 2.698 მლნ-დან 885 ათასამდე შემცირდა.