მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ზაზა შავაძე უხელმძღვანელებს

ქობულეთის შემოვლითი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას ზაზა შავაძე დაიკავებს. ის პროფესიით ეკონომისტია. ზაზა შავაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.  

ზაზა შავაძემ აღნიშნულ პოსტზე მუხრან კაკაბაძე შეცვალა, რომელიც ხელმძღვანელ თანამდებობას 2019 წლის 10 აგვისტოდან იკავებდა. მუხრან კაკაბაძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველის პოსტს დაიკავებს