მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 30.93 მლრდ ლარი შეადგინა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი).

ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.05%-ით).

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 40.48 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.07 პროცენტული პუნქტით).

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.36% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.34%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.75%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.75%, ხოლო ევროს წილმა 13.85% შეადგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.