მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება

 უმუშევრობა აშშ

შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მესამე თვეა მცირდება, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. სამუშაო ძალა 10.2% კვლავ სამსახურის ძიებაშია.

მიმდინარე წლის აპრილში ტოტალური კრანტინის გამოცხადების შემდეგ აშშ-ში უმუშევრობამ 80 წლიანი რეკორდი მოხსნა და 14.7%-იან მაჩვენებელს მიაღწია. სულ რაღაც 1 თვეში სამუშაო ადგილი 20 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა, ასეთი ტემპით უმუშევრობა „დიდი დეპრესიის“ დროსაც კი არ გაზრდილა.

უმუშევრობამ კლება მაისშივე დაიწყო, ოღონდ ბევრად უფრო დაბალი ტემპით. ივნისში უმუშევრობას 1.4 მლნ ამერიკელმა დააღწია თავი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1.8 მლნ-ით გაიზარდა. უმუშევრობის განმარტებიდან გამომდინარე, ეს ორი რიცხვი თითქმის არასდროს ემთხვევა ერთმანეთს.

პანდემიამდე აშშ-ში უმუშევრობის დონე 3.5%-ს შეადგენდა, რაც 1969 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

მიმდინარე წელს აშშ-ში მშპ-ის 5%-ზე მეტით შემცირებაა ნავარაუდევი, რაც 1946 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იქნება.