ეკონომიკა

ბათუმის აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 1.5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება

ბათუმის აეროპორტი
19:19 29.06
დაკოპირებულია

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 1.2 მლნ მგზავრს შეადგენს. თუმცა აეროპორტი, რეკონსტრუქციის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, წელიწადში 1.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

ეკონომიკის მინისტრი პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ის აეროპორტის რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო. რეკონსტრუქციას „ტავ - ჯორჯია“ ახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება აეროპორტის როგორც გაფრენის, ისე მოფრენის დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრთა მგზავრობის კომფორტის ხარისხს.

„მას შემდეგ, რაც დასრულდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევა, საქართველოში კვლავ გაგრძელდება ტურიზმის განვითარება და ტურისტების სტატისტიკა აღმავალ ტენდენციას დაუბრუნდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და აღნიშნული პროექტი არის იმ ოპტიმისტური ხედვის ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად, სრულად იზიარებს აეროპორტის მენეჯმენტ-კომპანია, ჩვენ კი ამ პროცესს ხელს ვუწყობთ,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს - 30 მეტრით, გაფრენის კი - 42 მეტრით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, „ტავ ჯორჯია“ $14 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopco...
18 წუთის წინ
„შარლ მიშელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის...
59 წუთის წინ
მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროპის უსაფრთხოებისა და თანაშრომლობის ორგანიზაციი...
17:52
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლე...
17:47
შემოსავლების სამსახური 1-30 ოქტომბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელე...
1-30 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახ...
ამირან სალუქვაძე: რეგიონში მიმდინარე დაძ...
რეგიონში მიმდინარე დაძაბული პროცესების ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამ...
ალექსანდრე ერქვანია აბორტის აკრძალვას ით...
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი აბორტის აკრძალვას ითხოვს. მან პარლამენტში „ჯა...
იოსებ ხახალეიშვილი: მსურს, პირადად მოვის...
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახა...