მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა ლილუაშვილი: სახელმწიფოს ნაბიჯებმა გაზარდა ნდობა და გააუმჯობესა მოლოდინები

პრემიერის მრჩეველი

"სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, გაზარდა ნდობა და გააუმჯობესა მოლოდინები, როგორც მომხმარებლების, ისე თავად სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისა და უცხოელი ინვესტორების ნაწილში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  მთავარი მიზნები, რაც ანტიკრიზისული გეგმის თითოეული მხარდაჭერის გეგმას ჰქონდა, ფაქტობრივად, მიღწეულია და ეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

"მთავარი ამოცანა ჩვენი იყო ის, რომ, ერთის მხრივ, დეველოპერული სექტორის მაგალითზე შეგვენარჩუნებინა ის დასაქმება, რომელიც სექტორში და ასევე დაკავშირებულ სექტორშია, საუბარია ასობით ათას ადამიანზე, შესაბამისი რაოდენობის ოჯახებსა და მათ ყოველთვიურ შემოსავალზე, მეორეს მხრივ, ჩვენი მიზანი იყო, რომ ის ადამიანები, ვინც უკვე შეისყიდეს მშენებარე პროექტები, საცხოვრებელი სახლები არ დარჩენილიყვნენ დაზარალებულები და მესამე ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორში არ შეგვექმნა სისტემური პრობლემები, რათა დეველოპერულ და უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი პრობლემები არ გადაცემოდა ფინანსურ სექტორს", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

 მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გაზარდა ნდობა და გააუმჯობესა მოლოდინები, როგორც მომხმარებლების და სექტორის წარმომადგენლების, ისე უცხოელი ინვესტორების ნაწილში.

 „ამასთან ერთად, იმ გეგმების გაცხადებამ, იმ ნაბიჯების გადადგმამ, რაც სახელმწიფომ გადადგა, ფაქტია, რომ როგორც მომხმარებლების ნაწილში გაზარდა ნდობა, გააუმჯობესა მოლოდინები, ასევე, თავად სექტორის წარმომადგენლებში უცხოელ ინვესტორებში გაზარდა ნდობა და მათ გაუჩნდათ იმის მოტივაცია, რომ დაიწყეს საუბარი პანდემიის და ეკონომიკური რეცესიის გამო დაგეგმილი, შეფერხებული ან შეჩერებული პროექტების განხორციელებაზე, რაც ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავალს ჩვენი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ამას ექნება პოზიტიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სექტორი გააგრძელებს მეტი რესურსით მუშაობას, გაზრდის დასაქმებას, შემოსავლები გაეზრდება ჩვენს მოქალაქეებს, ეს სექტორი გარკვეულწილად ადამიანების იმ ნაწილს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური აითვისებს, დასაქმების თვალსაზრისით, მშენებლობის პროცესში. ეს არის მთავარი ამოცანა და ვფიქრობთ, რომ ამ გეგმით ჩვენ ამ ამოცანებს და მიზნებს მივაღწევთ,“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.