მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორჯომში ისტორიული ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია იწყება

ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია

ბორჯომის ცენტრალურ პარკში საუკუნის წინანდელი შენობის რეაბილიტაცია იწყება.

შენობაში, სადაც 103 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური ფუნქციონირებდა, აღდგენის შემდეგ ორი დატვირთვით იმუშავებს. პროექტი შედგენილია და მისი განხორციელება 2022-ის ბოლოს დასრულდება. სავარაუდო ღირებულება 5 მლნ. ლარს შეადგენს.

"აღდგენის შემდეგ ორი მიმართულებით განახლდება მუშაობა - ერთის მხრივ იქნება მუზეუმი ტურიატებისთვის და მეორეს მხრივ 2 მგვტ ჰესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობისა და ტურიზმის განვითარებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე ისტორიული მნიშვნელობის სამუშაოები უნდა დაიწყოს, მოგვიანებით კი ჰიდროელექტროსადგური აღდგეს.

ეკონომიკის მინისტრმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან და მხარის გუბერნატორთან ერთად, ტერიტორია დღეს დაათვალიერა.

ნაგებობა, რომელიც ბორჯომის პარკში მდებარეობს, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგური იყო.