ეკონომიკა

ჩინელი ინვესტორი: ვგეგმავთ, ჩვენი წარმოება საქართველოში გადმოვიტანოთ

ხობში პლასტმასის ქარხანას გადმოიტანენ
12:39 10.07
დაკოპირებულია

საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოში არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია, მათ შორისაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან და, რა თქმა უნდა, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა“,- აღნიშნა კომპანია „HIP Holding” - ის თავმჯდომარემ ჯეიმს ჰონგმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პლასტმასის ქარხნის ამოქმედება ხობის მუნიციპალიტეტში იგეგმება.

„HIP Holding”-ში შემავალმა კომპანია „გლობალ რისაიქლინგიმ“ ხობის მუნიციპალიტეტში 30 ჰა მიწა აუქციონზე შეიძინა.

პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.

„მთავრობის, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენ შევიძინეთ 30 ჰექტარი მიწა, სადაც ვგეგმავთ არა მარტო გადავამუშაოთ პლასტმასის ნარჩენები, არამედ ვაწარმოოთ კიდეც გარკვეული პროდუქცია, რომელსაც არა მარტო საქართველოს ბაზარზე გავყიდით, არამედ ექსპორტზე გავიტანთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ამერიკაში. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 18-იდან 65-წლამდე 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. შევთავაზებთ მათ სპეციალურ მომზადებას, სათანადო ანაზღაურებასა და ღირსეულ სამუშაო გარემოს,“ - განაცხადა ჩინელმა ინვესტორმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პი...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად გ...
„დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, ადამიანს, რომელიც საქართველოს პა...
21 წუთის წინ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მესტიის...
42 წუთის წინ
ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე მისი შვილიშვილის, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. რო...
43 წუთის წინ
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კლერესელიძემ მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა დ...
47 წუთის წინ
პრემიერ-მინისტრი კახეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას. გიორგი გახარია: თითოეული გლეხი კახეთში უნდა ი...
„დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყო...
48 წუთის წინ
უკრაინაში აზარტული თამაშების ბიზნესი ლეგ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში აზარტული თამაშების ბიზნესის ლ...
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის...
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ინტერეს...
ეკატერინე ტიკარაძე: მზად ვართ, კომაში მყ...
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კომაში მყოფი 25 წლის პაციენტის, ნათია ცირ...