მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამსაქმებლებმა კომპენსაციის მიმღებთა ბაზაში 139 000 პირზე წარადგინეს ინფორმაცია

კომპენსაცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 22 მაისის მონაცემებით 22 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია 138 949 დაქირავებით დასაქმებულზე.

COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, 46 753 მეწარმე სუბიექტს უკვე გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, ხოლო 3 400 -მდე პირთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.