მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეპოზიტების მოცულობა 1.3 მლრდ ლარით შემცირდა

საბანკო დეპოზიტები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით ვადიანი დეპოზიტები 523.02 მლნ ლარით, ანუ 4.02%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 774.69 მლნ ლარით, ანუ 4.89%-ით შემცირდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.35 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით).

აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.82% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.05%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.63% უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.55%, ხოლო ევროს წილმა 13.99% შეადგინა.