მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეპოზიტების მოცულობა 1 თვეში 637 მლნ ლარით გაიზარდა

საბანკო დეპოზიტები

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ივნისისათვის 28.22 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 637 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით მეტია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ვადიანი დეპოზიტების მოცულობა მაისში 3.92%-ით - 490 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო

პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.57%-ით 35.92%-მდე გაიზარდა.

მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.53%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.93%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.34%, ხოლო ევროს წილმა 14.33% შეადგინა.