მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული ბანკი აგვისტოს „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2020 წლის აგვისტოს „თვის მიმოხილვას“. ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა.

გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება. გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „კვლევებისა და გამოცემების“ რუბრიკაში, მისამართზე.