მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის შენობა - Pia.ge

2020 წლის 1 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ევროვნული ბანკი ავრცელებს.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 982 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.040 პროცენტით, მაქსიმალური 8.130 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.088 პროცენტით განისაზღვრა.