ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ფინტექ ინდუსტრიის განვითარების თემაზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა
18:39 10.07
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა StrategEast - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა რომელიც ევრაზიის რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

სამიზნე აუდიტორიას კვლევითი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები და ფინტექ პოლიტიკის გამტარებლები წარმოადგენდნენ, როგორც ევრაზიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

დისკუსია შეეხებოდა COVID-19 პანდემიის ფონზე ფინტექ ინდუსტრიის მზარდ როლს და მისი სწრაფი განვითარების მხარდასაჭერად ევრაზიის ქვეყნებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციების ოფისისა და საზედამხედველო ლაბორატორიის შექმნის გამოცდილება და ფინანსური ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისათვის სამომავლო გეგმები გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე რომელსაც ფინტექ ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა იწვევს და ხაზი გაუსვა ინოვაციებსა და რისკებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას. ოთარ გორგოძის განცხადებით, აღნიშნული ბალანსის შენარჩუნება მხოლოდ საზედამხედველო მიდგომების მუდმივი განვითარებითაა შესაძლებელი.

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პი...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად გ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში აზარტული თამაშების ბიზნესის ლეგალიზაციის შესახებ...
29 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კომაში მყოფი 25 წლის პაციენტის, ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებ...
51 წუთის წინ
ჩაკეტილი საზღვრების გამო საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი ივლისშიც ნულთან მიახლოებული აღმოჩნდა. საე...
15:31
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წახალისებას აგრძელებს. ბანკისა და...
15:25
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩრევნების ოპოზიციონერიკანდიდატი ბელარუსში ოპოზიციონერმა კანდიდატმა მხარდამჭერ...
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მხარდამჭერებს მოუწ...
თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდების...
აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს ს...
125 ქართველი სტუდენტი გერმანიაში, სპეცია...
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოდა...
მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ლარი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2020 წლის 11 აგვისტოს, 50...