მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვენეტაძე: მაღალი დოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება

სებ-ის პრეზიდენტი

მაღალი დოლარიზაცია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გვენეტაძის განცხადებით მაღალი დოლარიზაციის პირობებში საგარეო ფაქტორები დამატებითი შოკის მიზეზი ხდება. ამ მიზეზით გამკაცრებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა კი ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლის. უფრო მეტად იზრდება უმუშევრობა და ფასები, რის გამოც 2018 წლიდან ქვეყანა დედოლარიზაციის გზას დაადგა.

„დედოლარიზაციის ტენდენცია 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების, ასევე დეპოზიტების სტატისტიკაში. თუმცა, წლის მეორე ნახევარში, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებისა და გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მთლიანი დეპოზიტების დედოლარიზაციის ტემპი შენელდა. მთლიანობაში, წლის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.1 პროცენტს გაუტოლდა, სესხების დოლარიზაცია, ასევე გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 3.3 პპ-ით შემცირდა და დეკემბერში 55.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის 2019 წლის განმავლობაში 49.4 პროცენტიდან 42.8 პროცენტამდე შემცირდა,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.