მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვენეტაძე: რეზერვების ადეკვატური დონე ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს

სებ-ის პრეზიდენტი 2020

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძემ განმარტება საერთაშორისო რეზერვების შესახებაც გააკეთა.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ეროვნულ ვალუტაზე ფასწარმოქმნის საბაზრო პრინციპებს გულისხმობს. სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი ითვალისწინებდა საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე, განსაკუთრებით მაღალი დოლარიზაციის პირობებში, საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია.

2019 წლის პირველ ნახევარში სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის პოზიტიური მოლოდინებით გამოწვეული გამყარება აღინიშნებოდა, თუმცა წლის მეორე ნახევარში რუსეთის ტურისტულმა ემბარგომ და მასთან დაკავშირებულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა ლარის კურსზე მნიშვნელოვანი ზეწოლა გამოიწვია. შესაბამისად, თუ წლის დასაწყისიდან 6 თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებისა და სავალუტო ოფციონების საშუალებით 216 მლნ დოლარი შეისყიდა, აგვისტო-ნოემბერში, ინფლაციურ პროცესებზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, 92.8 მლნ დოლარი გაყიდა. მთლიანობაში კი, სავალუტო აუქციონებისა და სავალუტო ოფციონების ინსტრუმენტით, 2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 123.5 მლნ დოლარი შეადგინა, “ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.