მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვენეტაძე: საკრეტიტო რეიტინგების გაუმჯობესება საქართველოს მიმართ ნდობას აძლიერებს

სებ-ის პრეზიდენტი

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძემ საერთაშოშისო საკრედიტო რეიტინგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ქვეყნის მიერ საკრედიტო რესურსის შედარებით იაფად მოზიდვის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს სუვერენულ რეიტინგს. 2010 წლიდან საქართველოს სუვერენული რეიტინგი წლების განმავლობაში უცვლელი იყო. 2019 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნების ძალისხმევა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებულ შეფასებაშიც აისახა. კერძოდ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ "Standard&Poor's"-მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონემდე ასწია სტაბილური პერსპექტივით. ასევე, მეორე დიდმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch Ratings"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გაზარდა. ამას კი წინ უძღოდა 2017 წელს სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2-მდე გაზრდა, რაც 2010 წლიდან არ მომხდარა. საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე. რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია იმ ღონისძიებებით და შედეგებით, რომლებსაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია. კერძოდ, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა ძლიერი იყო; გრძელდებოდა მცურავი გაცვლითი კურსის მხარდაჭერა, რამაც, თავის მხრივ, ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი და როგორც მოგახსენეთ, 2019 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფიქსირდა საქართველოში. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა დადებითად შეაფასეს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებისაკენ მიმართული ღონისძიებები, ვინაიდან ეს აძლიერებს ქვეყნის საგარეო ბუფერებს და საერთაშორისო ინვესტორებისთვის პოზიტიურ სიგნალებს აგზავნის. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო რეიტინგის მიღებამდე საქართველოს მხოლოდ ორი ბიჯი აკლია,“ -განაცხადა კობა გვენეტაძემ.