ეკონომიკა

გვენეტაძე: სებმა COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა

კობა გვენეტაძე
19:23 04.06
დაკოპირებულია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 4 ივნისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2019 წლის ანგარიშით წარსდგა.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მისი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება.

ფინანსური სექტორისთვის ლიკვიდობის შეუფერხებელი მიწოდება ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. ლიკვიდობის რისკების შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა ახალი ინსტრუმენტები აამოქმედა. კერძოდ, ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) დოლარის ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის. სვოპის მთლიანი თანხა სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან ერთად, ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად, მუდმივმოქმედი სვოპის ინსტრუმენტიც ამოქმედდა, რაც ბანკებს, საჭიროების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს საჯარიმო საპროცენტო განაკვეთით ლარის ლიკვიდობა დამატებით მიიღონ. ასევე ხორციელდება სავალუტო სვოპი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთანაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ლარის ხელმისაწვდომობას ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, ამუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტების მხარდამჭერი დროებითი მექანიზმი, რაც მონეტარული ოპერაციების გირაოში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მცირე და საშუალო საწარმოებზე გაცემული სესხების მიღებას მოიაზრებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები გააჩნია. ეს ბუფერები ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით დაგროვდა. ასევე, დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და, მთლიანობაში, ბოლო წლებში, საბანკო სექტორი სტაბილური მომგებიანობით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანია, რომ, ეროვნული ბანკის და მთავრობის პოლიტიკის შედეგად შემცირებულია ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია, რაც ამცირებს ჩვენი მოსახლეობის მოწყვლადობას კურსის მერყეობისადმი. ხოლო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის შედეგად, დღევანდელ გამოწვევებს მოქალაქეები უფრო დაბალი და უფრო ადეკვატური ვალით ხვდებიან,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სალომე ზურაბიშვილი ჯვრით

სალომე ზურაბიშვილი: რელიგიურ ტურიზმს უნდ...

„რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...
2020 წლის 30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგ...
13:26
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირ...
13:25
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „ინკლუზია და...
13:21
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუ...
13:09
კულტურის ცენტრი მარნეულში მარნეულის კულტურის ცენტრი ონლაინ პროექტ „პორტ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის...
თბილისის მერი კულტურის სფეროს დაფინანსებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება....
პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაც...
იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა....
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის სადამკვ...
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საუკუპაციო ძალე...