მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი: საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა

დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი  ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე. ეს ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა - ივანე მაჭავარიანი

„დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სასესხო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე.

მაჭავარიანის თქმით, 180 მლნ ევროს ოდენობის საბიუჯეტო მხარდაჭერა სრულად მოხმარდება კოვიდ-19-თან ბრძოლის ღონისძიებებს, ხოლო 130 მლნ ევრო მიიმართება რეგიონული პროექტების განვითარებისკენ.

„როგორც ცნობილია, ქვეშეთ-კობის მონაკვეთზე იწყება 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. შესაბამისად, ამ პროექტის დასრულებისთანავე, ყაზბეგშიც უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტობანის დასრულების შემდეგ, რეგიონი სრულად იყოს ინტეგრირებული ამ მნიშვნელოვან პროექტთან. დარჩენილი 50 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოხმარდება იმერეთის რეგიონის განვითარებას. კერძოდ, ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში წყლის მომარაგებას და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას. მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, გერმანია იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამიტომ კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი გერმანიის მთავრობას, მის ელჩს საქართველოში, ასევე, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ამ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.