მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.93 მლნ ლარით შემცირდა

ფული, ხელფასი

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.93 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.09%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 191.06 მლნ ლარით (1.30%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 192.99 მლნ ლარით (0.98%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 1.13%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.45%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 11.97 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.57%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

2020 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.26%-ით, ანუ 216.32 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 17.32 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.28 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.59 პროცენტული პუნქტით)“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.