მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი გამყარდა

 ლარი

2 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0567 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.04 თეთრი შეადგინა.                 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4381 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4247 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.34 თეთრი შეადგინა.  

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4444 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8124 ლარი ეღირება.                                            

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 ივლისიდან შევა ძალაში.