მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი ისევ მყარდება - კურსი 3.00-ს უახლოვდება

ლარი ისევ მყარდება

ლარი მესამე დღეა მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.03 ლარამდე შემცირდა, რაც ბოლო2.5 თვის რეკორდია.

1-ლი ივნისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა 14.6 თეთრით გამყარდა, თუმცა მარტამდე არსებულ კურსს მაინც 23 თეთრით აღემატება.

ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის მეორე დეკადაში დაიწყო. სულ რაღაც 17 დღეში, 10 მარტიდან 27 მარტამდე ოფიციალური კურსი 69 თეთრით 2.79-დან 3.48-მდე გაუფასურდა. ბანკებში დოლარის ღირებულება 3.50-საც სცდებოდა. აპრილ-მაისში კურსი 3.15-3.20-ის ფარგლებში დასტასბილურდა, ივნისის პირველ 3 დღეში კი 4%-ზე მეტით გამყარდა.