მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი მკვეთრად მყარდება - კურსი 3.10-ს ჩამოსცდა

ლარი  მყარდება

ლარმა ზაფხული მკვეთრი გამყარებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.09 ლარამდე შემცირდა რაც ვაჭრობის დაწყების მომენტთან შედარებით 6 თეთრით, 1-ლი ივნისის ოფიციალურ კურსთან შედარებით კი 8.6 თეთრით ნაკლებია.

ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის მეორე დეკადაში დაიწყო. სულ რაღაც 17 დღეში, 10 მარტიდან 27 მარტამდე ოფიციალური კურსი 69 თეთრით 2.79-დან 3.48-მდე გაუფასურდა. ბანკებში დოლარის ღირებულება 3.50-საც სცდებოდა. აპრილიდან ეროვნული ვალუტა 3.15-3.20-ის ფარგლებში დასტასბილურდა, დღეს კი 18 მარტის შემდეგ მიმდინარე კურსი 3.10-სა პირველად ჩამოსცდა.