მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი მცირედით გაუფასურდა

ასლარიანი

9 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.06 თეთრი შეადგინა.                       

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4655 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4507 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.48 თეთრი შეადგინა.     

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4456 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8681 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ივლისიდან შევა ძალაში.