მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ვალუტა მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.22 ლარია.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება უკვე 3.24-დან 3.26-მდე მერყეობს.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ მნიშვნელოვანი გაუფასურება მიმდინარე წლის 10 მარტიდან დაიწყო, როცა ლარის კურსი 2,77-დან 2,79-მდე გაუფასურდა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ეროვნულმა ბანკმა კურსის ვარდნის მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელა.

ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის მიერ 18 სექტემბერს დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2114 ლარი ღირს.