ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ანტიკრიზისული გეგმის სარგებლიანობა თითოეულ ფერმერს უნდა გავაცნოთ

მინისტრის გეგმის წარდგენაზე
20:40 16.05
დაკოპირებულია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი სახელმწიფო რწმუნებულებს ანტიკრიზისული გეგმის განსახილველად შეხვდნენ.

„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ კომპლექსურია და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამდე სწორად მივიტანოთ. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დახმარების პაკეტი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა კრიზისული პერიოდის დასაძლევად, მათთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამები კარგი შესაძლებლობაა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოს მეტი შეღავათი სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად იმუშავებენ ყველა იმ რგოლთან, რომელიც ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. 

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი გამოწვევები ქვეყანამ ღირსეულად დაძლიოს და კრიზისი მინიმალურად აისახოს თითოეულ ადამიანზე.

„ბოლო წლებში ძალიან სერიოზული დახმარებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დახმარებების პაკეტი გაიზარდა. ის, ფაქტობრივად, გათვლილია ყველა იმ ადამიანზე, ვინც სოფლად ცხოვრობს და საქმიანობს. აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მივიდეს ფერმერებამდე, რაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ყველა რგოლის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის კუთხით რეგიონებში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ეროვნული ბანკის ცნობით, 28 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 3.2345 ლარი შეადგინა....
58 წუთის წინ
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური...
16:42
„ნაციონალური მოძრაობა“ ისეა გათავხედებული, რომ 2012 წლამდე მომხდარი ამაზრზენი დანაშაულების უარყოფას...
16:34
სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა...
16:34
მამუკა მდინარაძე 1

მდინარაძე: არჩევნების შემდეგ ლოქდაუნი არ იგეგ...

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვე...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული წარმოების ალ...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 240 ლიტრი ქართული წარმოების ალკოჰოლის შეტანის გამო ადგილობრი...
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირვ...
„აფხაზეთში ტურისტული სეზონი შედგა“, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ტურიზმის...
სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა
სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა....