ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკის სამინისტრომ ოპერატიულად იმუშავა, მადლობა მას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2020
22:38 07.04
დაკოპირებულია

"ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებებისთვის. ბევრმა ბიზნესმა შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში მსოფლიოში ბევრი მიმართულების გადახედვა ხდება, იცვლება მიდგომები. ამიტომ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას განსხვავებულ მიდგომებს შესთავაზებს.

"ეს არის ადეკვატური რეაქცია კონკრეტულ გამოწვევებზე. ახალი გამოწვევები კი ასეთია - დღეს ბევრ ქვეყანაში სასურსათო ჯაჭვში ხდება წყვეტები, ეს უკავშირდება პირველადი მოხმარების საქონელს, როგორც სასურსათოს, ისე არასასურსათოს, მათ შორის, სამედიცინოს. აღნიშნულ საკითხზე გაეროს ჰქონდა სპეციალური კვლევა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ; ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და მინდა მადლობა გადავუხადო მყისიერი ღონისძიებებისთვის ბიზნესსექტორთან ურთიერთობის კუთხით. ბევრმა ბიზნესმა საქართველოში შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით, მაგრამ კრიტიკულად აუცილებელი შეიქმნა საგანგებო პირობებში. სოფლის მეურნეობის დარგი მყისიერად, ერთ დღეში ვერ შეძლებს ადაპტაციას, მას სჭირდება გარკვეული დრო სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ განვახორციელებთ პირველადი საჭიროებების წარმოებების მხარდაჭერას და წახალისებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა,

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
აჭარის პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მინდია გიორგაძის იგივე "ლავასოღლის" 4-მა მხარდამ...
57 წუთის წინ
გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დ...
16:39
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემ...
16:38
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინა...
16:25
თურნავა საქართველო ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტებს მიიღ...
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ჯარი ნატოს ხელმძღვანე...
"ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე...
მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა...
2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გა...
ლარი ისევ მყარდება - კურსი 3.00-ს უახლოვ...
ლარი მესამე დღეა მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი...