მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: ფერმერებს მალფუჭებადი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცემათ

დავითაშვილი სამინისტროში

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი.

„ჩვენ გვესმის რამდენად რთულ ვითარებაში უწევს ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება, განსაკუთრებით ეს ეხება ფერმერების საქმიანობას, მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის დროულად ბაზარზე მიწოდებას, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო და მთავრობა იღებს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, მათ ჯანმრთელობაზე. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოვუხადო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო აწესებს, რადგან ეს მოთხოვნები არის გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული.“ განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

მინისტრის განმარტებით პროცესის უკეთ სამართავად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მწარმეებელსა და მყიდველს შორის კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს.

„შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, საბითუმო სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ბითუმად მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი. თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი სავაჭრო, ორგანიზებული პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარიული, ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების რისკის შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.