მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: სიტყვა „ფერმერი“ საკანონმდებლო სივრცეში პირველად აისახება

გარემოს დაცვის მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით სიტყვა „ფერმერი“ საკანონმდებლო სივრცეში პირველად აისახება. მისივე განმარტებით ფერმერი არის პირი, რომელიც რეალიზაციის მიზნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწარმოებს. მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანი გახდეს ფერმერი, რომელიც არ იქნება გლეხი.

„ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, ახალი კატეგორია, რომელიც არც საკანონმდებლო სივრცეში ჩანდა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ფერმერთა რეესტრის წარმოება და ფერმერი განისაზღვრა როგორც ადამიანი, რომელიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ეს არის მნიშვნელოვანი პროფესიული ელემენტის გაჩენა ამ კატეგორიაში. ადამიანები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, ხდებიან ფერმერები. ისინი არ არიან გლეხები და არ არიან სოციალური ბენეფიტის მიმღები კატეგორია, ანუ სოციალური დახმარების სუბიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე გვრჩება. ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა სოციალური დახმარების მიმღებია და ალბათ რამდენიმე წელი ეს იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაყალიბებთ პროფესიონალ კატეგორიას. ეს ადამიანები ფლობენ მიწას ლეგალურად, ეს არის რეგისტრირებული, ისინი არიან სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში, ხდებიან ფერმერთა რეესტრის ნაწილი და ეს არის წინაპირობა, რომ ისინი იღებენ გარკვეულ შეღავათებს.“ განაცხადა ლევან დავითაშვილმა