ეკონომიკა

ლევან ვერძეული: კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში ინვესტირება, კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი

უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ლევან ვერძეული
19:02 28.09
დაკოპირებულია

28 სექტემბერს საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებულ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღებას უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ლევან ვერძეული ეხმაურება.

მისი განცხადებით, ისინი დარჩებიან იმ საინვესტიციო მანდატის და საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რასაც დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს. ამასთან, კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში ინვესტირება, კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

„დღეიდან დაახლოებით სამი წლის მანძილზე ჩვენ დავრჩებით ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში. მომავალში კი თანდათან გადავალთ საშუალო და მაღალ რისკიან პორტფელებში. საშუალო და მაღალი რისკი არ ნიშნავს, იმას რომ ავიღებთ იმაზე მაღალ რისკს, ვიდრე ამის სურვილი ორგანიზაციას გააჩნია“-აცხადებს ლევან ვერძეული.

მისი ინფორმაციით, რისკების სამართავად საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებთან ერთად შემუშავებულია რისკის მართვის 3 ხაზი. საინვესტიციო სამსახური თავად არის პასუხისმგებელი რისკების მართავზე. რისკების ეფექტიანი მართვისთვის, სააგენტოში ასე ფუნქციონირებს დამოუკიდებელი სამსახური. საუბარია მთავარი რისკის ოფიცერზე, რომელიც დამოუკიდებლად აფასებს საინვესტიციო საქმიანობას. თუ ეს ოფიცერი რაიმე სახის პოტენციურ რისკს დაინახავს, ის დამოუკიდებლად, საინვესტიციო სამსახურის გარეშე აცნობებს საბჭოებს.

„გვყავს ასევე გვყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ჯამში ორგანიზაციის გამართულობას უზრუნველყოფს და დამოუკიდებელ რწმუნებას აძლევს ორგანიზაციას. ამავდორულად, აღსანიშნავია, რომ გარე საპენსიო სააგენტოს წევრებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რისკის მართვაში. პირველ რიგში ეს არის სპეცდეპოზიტარი, რომელიც გარედან უყურებს ამ ყველაფერს და საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელია თავისი მანდატით და არის საპენსიო საქმიანობის მარეგულირებელი“, - აცხადებს ლევან ვერძეული.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას. დოკუმენტი შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული...
50 წუთის წინ
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვე...
57 წუთის წინ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მო...
23:46 26.10
„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს...
23:04 26.10
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცი...
22:41 26.10
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომ...
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლი...
ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართულ...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინ...
იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახ...