მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილმა და სამშენებელო სექტორმა არსებული გამოწვევების დაძლევის გზები დასახეს

მაია ცქიტიშვილი და სამშენებლო სექტორი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, მსხვილი სამშენებლო კომპანიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რამაც პანდემიის პირობებში, შესაძლოა პროექტების განხორციელება შეაფერხოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იმ კომპანიებთან, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კარგია, რომ მთელი ეს პერიოდი მუშაობა არ შეჩერებულა და მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებით 400 მილიონზე მეტი პროექტის დაფინანსება მოხერხდა. პროცესი შეფერხდა მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ეპიდემიოლოგებთან ერთად შევთანხმდით, რომ სამშენებლო სექტორში დაავადების გავრცელების ძალიან დაბალი რისკებია და ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე ვინარჩუნებთ პროექტებს, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციის და წესის დაცვით. მთავრობა ვალდებულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად ვიფიქროთ ქვეყნის ეკონომიკის ჯანმრთელობაზეც,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  

მინისტრმა სამშენებლო ბიზნეს-სექტორს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტულად მშენებლებისთვის გაწერილი რეკომენდაციები გააცნო. კომპანიებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ დამატებითი ინვესტიციების თაობაზე, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდება.

„ცნობილია, რომ წლის განმავლობაში დამატებით 300 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივით გამოვედით, საიდანაც უკვე მზადდება ბევრი სატენდერო დოკუმენტაცია და მხოლოდ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 400-ზე მეტი პროექტის ტენდერი. ამასთან, ძალიან კარგად გვესმის ის რისკები, რომელიც შეიძლება სამშენებლო სექტორს ჰქონდეს და სწორედ ამ თემებზე გავცვალეთ მოსაზრებები. ერთ-ერთი გამოწვევაა სამშენებლო მასალების შესაძლო გაძვირება დოლარის კურსის გამო. ჩვენ შევთავაზეთ სექტორს ფასების ინდექსაცია თუ დავინახავთ სამუშაოების ბოლოს, რომ ამას ჰქონდა გავლენა ღირებულებაზე. ეს არის მნიშვნელოვანი საშუალება, რომ კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა ახალ ტენდერებში და დაიწყონ ახალი პროექტები, ჩვენი მხრიდან კი ყველა საშუალებით ვეცდებით იგრძნონ მთავრობის თანადგომა და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.