მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიამ ქვრივიშვილი "აჭარა ჯგუფს" COVID- 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის

აჭარა ჯგუფი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი "აჭარა ჯგუფს" COVID 19 წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის.

"განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს აჭარა ჯგუფის მფლობელი, მმართველი გუნდი და ყველა ის თანამშრომელი რომელიც საქართველოს მთავრობას და ქვეყანას გვერდით დაუდგა ამ რთულ დროს - COVID 19 წინააღმდეგ ბრძოლაში. თითოეულმა მათგანმა უმაღლესი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა რაც უდიდეს წვლილს შეიტანს კორონა ვირუსის პრევენციის პროცესში", - ასე გმოეხმაურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აჭარა ჯგუფის გადაწყვეტილებას.

აჭარა ჯგუფმა მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალ ოთახიანი სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ", - სახელმწიფოს საკარანტინო ზონად დაუთმო.

26 მარტს, ვენა-თბილისისჩარტერული რეისით სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს 181 მოქალაქე სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"- ში განთავსდა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის ფარგლებში.

"ბორტზე მყოფი მგზავრები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტითა და ჭადრაკისებური წყობით სასტუმროში “Holiday Inn Tbilisi” სადაც მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში მყოფი ინფრასტრუქტურა და სერვისი დახვდათ“ -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.