ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ქვრივიშვილი ელჩთან შეხვედრაზე
16:41 30.05
დაკოპირებულია

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის შესახებაც ისაუბრეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

"საქართველოში შვეიცარიის ელჩთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა. მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობა, პირდაპირი ავიარეისების ოპერირება და უსაფრთხო დერეფნების შექმნა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საერთო პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია საქართველოში, საუბარი შედგა ტურიზმის საგანმანათლებლო პროექტების დანერგვაზე. ელჩმა გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორის მხარდასაჭერად ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელება შეიძლება", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ელჩის თქმით, შვეიცარიასა და საქართველოს უამრავი საერთო აქვთ, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.

"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ტურიზმის სექტორში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებით განათლების კუთხით და ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონებში, საგანმანათლებლო ტურიზმის სფეროში შვეიცარიული ნოუ-ჰაუს დანერგვის შესახებ. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ თუ როგორ ვუმკლავდებით კორონავირუსის კრიზისს. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და მოვახდინეთ იმ მიმართულებების იდენტიფიცირება, რის შესახებაც გვაქვს საერთო ინტერესები და სამომავლოდ ვგეგმავთ თანამშრომლობას ტურიზმის მიმართულებით პოსტ კოვიდურ პერიოდში", - აღნიშნა ფრანცენმა.

სალომე ზურაბიშვილი ჯვრით

სალომე ზურაბიშვილი: რელიგიურ ტურიზმს უნდ...

„რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...
2020 წლის 30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგ...
13:26
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირ...
13:25
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „ინკლუზია და...
13:21
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუ...
13:09
კულტურის ცენტრი მარნეულში მარნეულის კულტურის ცენტრი ონლაინ პროექტ „პორტ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის...
თბილისის მერი კულტურის სფეროს დაფინანსებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება....
პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაც...
იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა....
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის სადამკვ...
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საუკუპაციო ძალე...