მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ ბანკებისგან 90 მლნ ლარი ისესხა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2020 წლის 7 აპრილს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 48 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.983 პროცენტით განისაზღვრა.

იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 108 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.240 პროცენტით, მაქსიმალური 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.170 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.