მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ჩვენი ეკონომიკა ისევ უნდა ამოვქოქოთ

ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსზე

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე პროგნოზის გაკეთება ამ ვითარებაში ძალიან რთულია, რადგან სახელმწიფო დამოკიდებულია გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე, ასევე იმაზე, როდის მოერევა მსოფლიო კორონავირუსის გამოწვევას.

მინისტრის განცხადებით, გლობალური კრიზისის ზემოქმედება დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, მაგრამ დღესდღეობით უნდა ვისაუბროთ, მთლიანად რა ზარალს განიცდის ეკონომიკა.

"შიდა ტურიზმი შეიძლება უფრო მალე განვითარდეს, როგორც კი ჩვენ შევძლებთ თქმას, რომ უსაფრთხოდ ვართ და მოვერიეთ ამ გამოწვევას, მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ძირითადი კონტრიბუტორი იყო საერთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო, უცხოელი მოგზაურები და აქედან გამომდინარე, ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მარტო ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე არ არის დამოკიდებული.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავანეიტრალოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება მოსახლეობასა და ბიზნესზე და რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური გავხადოთ ვირუსთან ბრძოლის პერიოდი, რომ ყველაზე მძიმე - ბიზნესების გაჩერების დრო მაქსიმალურად მოკლე იყოს. ასევე პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ პოსტკრიზისული ეკონომიკის აღორძინების და სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ, კვლავ ამოვქოქოთ ჩვენი ეკონომიკა", - განაცხადა ნათია თურნავამ.