მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ჩვენი ყველა ანტიკრიზისული ღონისძიება ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგზე 2020

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს. სიღარიბის პრობლემა აწუხებს ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილებით ვებრძვით სიღარიბეს,“ - ამის შესხაებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული მონაცემები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში აღინიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდ უხერხულობას უქმნის.

„თუ შეატყეთ, ამაზე საერთოდ არ ჰქონდათ კომენტარი. მათ ჯერ 2012 წელზე გასცენ პასუხი. სიღარიბესთან ბრძოლა არ არის ერთი ან ორი თვის საქმიანობის შედეგი. ვინც ასე დააყენებს საკითხს, ალბათ, მის არაკომპეტენტურობასთან გვექნება საქმე,“ - განაცხადა მინისტრმა.