ეკონომიკა

ნათია თურნავა: გვეამაყება, რომ მსოფლიოში ქართველ მეზღვაურებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებად იცნობენ

ეკონომიკის მინისტრი ივნისი
16:57 01.06
დაკოპირებულია

საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. 

საწვრთნელი აუზი სტუდენტებსა და მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. აუზის მშენებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნათია თურნავასთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო პროცესს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი გაეცნენ.

„მეზღვაურის პროფესია მამაცი ადამიანების პროფესიაა. მათ უწევთ ბევრ გამოწვევასთან გამკლავება და ამაყები ვართ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. იმისთვის, რომ მეზღვაურთა კვალიფიკაცია უფრო მეტად ავამაღლოთ, საზღვაო აკადემიაში სპეციალური საწვთნელი აუზი აშენდება, სადაც ჩვენი აკადემიის კურსანტები წვრთნებს გაივლიან და დაეუფლებიან ცოდნას, რაც დაკავშირებულია გადარჩენის ოპერაციებთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ აკადემიაში სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ამ ეტაპზე საქართველოს საზღვაო აკადემიაში განათლებას 2000-ზე მეტი სტუდენტი იღებს. მინისტრის განცხადებით, მზარდი რაოდენობის პარალელურად, აუცილებელია ქართველი მეზღვაურები კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი იყვნენ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, ამიტომ მათი წვრთნაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

მრავალფუნქციური აუზი აღჭურვილი იქნება ამინდის მოდელირების შესაძლებლობით. კურსანტები წვრთნებს უმაღლეს დონეზე, რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან, მაგალითად: შტორმის დროს სამაშველო კანჯოთი და ტივტივათი მანევრირება, გემიდან წყალში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა და სხვ. აუზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1 496 319 ლარს შეადგენს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
59 წუთის წინ
დღეს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გ...
22:52 09.07
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
კორონავირუსი ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემ...
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
დავით ჩიხელიძე: ცალსახაა, რომ საქართველო...
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით...
იწვევს თუ არა კიბოს ჩასახვის საწინააღმდე...
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები მითების მსხვერპლი ვხდებით. გაუცნობიერებლად გვჯე...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...