მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავამ რთულ სიტუაციაში გაწეული საქმიანობისთვის მეზღვაურებს მადლობა გადაუხადა

მდგრადი განვითარების მინისტრი 2020

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით ქვეყნის სანავსადგურე მიმართულების თითოეული ორგანიზაცია მაქსიმალურად სწრაფად გადაეწყო ახალ მოთხოვნებზე და სამუშაო პროცესში ყოველგვარი შეფერხების გარეშე დანერგა უწყებათშორისი საბჭოს ყველა რეკომენდაცია.

„დღემდე ზედმიწევნით ზუსტად სრულდება უსაფრთხოების წესები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნებთან. სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმისა რომ ერთი წუთი არ შეჩერებულა პორტების მუშაობა, მაქსიმალურად იქნა აცილებული ნავსადგურებიდან ვირუსის გავრცელების საფრთხე.“ არღიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

ნათია თურნავას განცხადებით სექტორმა სანიმუშო ორგანიზებულობა გამოიჩინა და უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების ფონზე დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. მისივე თქმით საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით წარმართა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები კრიზისის შემდგომი სიტუაციის რეგულირებისათვის. მინისტრმა ღია ზღვაში დარჩენილ მეძვაურებზე და მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე მეზღვაურებს რთულ სიტუაციაში გაწეული სამიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა, რომელიც დარგის წინაშე პანდემიამ დააყენა, ქართველი მეზღვაურების რეპატრიაცია და როტაცია იყო. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომლის აქტიურობითაც 200-ზე მეტი მეზღვაური დაუბრუნა სამშობლოს, მეტიც, უკვე განხორციელდა ჩარტერული ფრენები მეზღვაურთა გემზე სამუშაოდ ასასვლელად მსოფლიოს სხვადახსხვა ქვეყნებში და  გაკეთდა მხარდაჭერის შეთავაზება კერძო სექტორთან მეზღვაურთა გეგმიურ როტაციაზე. გამორჩეული მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო მნიშვნელობის საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს - მეზღვაურებს, რომლებიც დღეს წინა ხაზზე არიან. შექმნილი კრიზისის გამო ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა და უდიდესი პასუხისმგებლობით განაგრძობენ თავისი ვალდებულებების შესრულებას. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის წარმატებული საქმიანობა, რომელსაც ეწევიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლები სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. საზღვაო დარგის თითოეულ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გაწეული უმძიმესი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის."