მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობის ეპოქა აზერბაიჯანში დასრულდა – ილჰამ ალიევი

ნავთობი, კორონავირუსი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „ეკონომიკური რეფორმების გარეშე ქვეყნის მდგრადი განვითარება შეუძლებელია“.

„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვამბობდი, რომ ნავთობის შემდგომი პერიოდისთვის უნდა მოვმზადებულიყავით. და ეს პერიოდი უკვე დადგა, ვინაიდან ნავთობის ბაზრებზე შექმნილმა კრიზისმა ამ ნედლეულით მდიდარ ქვეყნებზე უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა ქვეყნის გენპროკურორის კამრან ალიევთან ვიდეოზარის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, წერს „აზერთაჯი“.

პრეზიდენტმა ქვეყნის უმთავრეს მიზნად ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება დაასახელა და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები უშუალოდ რეფორმებს დაუკავშირა.

„გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და რეფორმების წყალობით გასული წლის საბიუჯეტო შემოსავლებმა პროგნოზს მილიარდი მანათით (1.89 მლრდ ლარი. – რედ.) გადააჭარბა. ამ სახსრებმა მრავალი სოციალური პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მოგვცა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

კორონავირუსის შედეგად შემცირებული მოთხოვნის გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 3-ჯერ შემცირდა და ფასების ვარდნა ვერც მოპოვების კლებამ შეაჩერა.