მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობის ფასმა ვარდნა განაახლა

მოპოვება რუსეთში

ნავთობის ფასი ისევ ვარდება. ამჯერად ანტირეკორდი არ დაფიქსირებულა, თუმცა როგორც Brent-მა, ასევე WTI-მ ღირებულების 4%-ზე მეტი დაკარგა.

Brent-ის ივლისის ფიუჩერსული ფასი 70 დღიან მაქსიმუმზე იყო და $36-ს აჭარბებდა, 4%-იანი ვარდნის შემდეგ $34.6-მდეა შემცირებული, ფასი მცირე ხნით $34-საც ჩამოსცდა.

ანალოგიური მდგომარეობაა ამერიკულ მსუბუქ ნავთობთან მიმართებაში, რომლის ღირებულებაც  5.2%-იანი ვარდნის შემდეგ $32.2-მდე შემცირდა.

დღეის მდგომარეობით შავი ოქროს ფასი წლის დასაწყისთან შედარებით განახევრებულია, თუმცა აპრილში XXI საუკუნეში პირველად Brent-ის ფასი $20-ს ჩამოსცდა, WTI კი საერთოდ მინუსში გავიდა და გარკვეული პერიოდი -$38-დაც ივაჭრებოდა რაც აბსოლუტური ანტირეკორდია.

ფასების ასეთი ვარდნა ძირითადად კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებულმა საყოველთაო კარანტინმა გამოიწვია, რა დროსაც ტრანსპორტისა და წარმოების შეჩერების შედეგად ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. მოთხოვნის შემცირებას მწარმოებლების მხრიდან შეუთანხმებლობაც დაემატა.

რაც შეეხება მაისიდან ფასების შედარებით ზრდას ის OPEC + ქვეყნების შეთანხმებას და შეზღუდვების მოხსნის დაწყებას უკავშირდება. მაგრამ რადგან მოთხოვნა ჯერ კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული, ვიდრე მიწოდება ფასი კვლავ დაბალი რჩება და უახლოეს მომავალში მისი კვეთრი ზრდის პროგნოზი არ კეთდება.