მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობის საჭიროება გაქრება – Goldman Sachs

ნავთობი, ფასი, კორონავირუსი

საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs თავის მიმოხილვაში პროგნოზირებს, რომ ნავთობი მსოფლიო ეკონომიკაში თავის ფუნქციას ახლო მომავალში დაკარგავს. მიმოხილვის ამონარიდებს ამერიკული სამაუწყებლო კომპანია CNBC ასაჯაროვებს.

მიმოხილვის ავტორების აზრით, კორონავირუსის პანდემიის ჩავლისა და ეკონომიკის აღდგენის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება და ის ძველებურად მნიშვნელოვან როლს ვეღარ შეასრულებს. ეს კი უარყოფითად აისახება საწვავის ფასებზე.

ნავთობს დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა გლობალიზაციის პროცესის განვითარებაში. დღეს სწორედ გლობალიზაციის აღკვეთაა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი შესაძლებლობა, წერენ კვლევის ავტორები.

ორშაბათის ვაჭრობებზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $23–მდე დავარდა. ბარელი რუსული ნავთობი, დაახლოებით, $16 ღირს.