მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოქროს ფასი 9 წლიან მაქსიმუმზეა

ოქრო გაძვირდა

იაფი ნავთობის ფონზე ოქროს ფასი ყოველდღიურად იზრდება, 2011 წლის შემდეგ პირველად უნცია ოქროს (31.1 გრამი) ღირებულებამ $1800-ს გადააჭარბა, რაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს $300-ით აღემატება.

კრიზისის დროს ყველაზე სანდო ვალუტის კურსი, რომლის მიმართაც 5000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნდობა არ დაცემულა, კიდევ უფრო გამყარდა. ანალიტიკოსები $2000-იანი ზღვარის გადალახვას მოელიან.

გარდა იმისა, რომ ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა, მისი ფასის ზრდა ცენტრალური ბანკების მიერ კრიზისის დაძლევის მოტივით ფულის მასიური ბეჭვდაც გახდა. ძვირფასი ლითონების ექსპერტის ჯონი ტევისის განცხადებით, შოკური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ზრდა მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით უახლოეს პერიოდში ტენდენცია გაგრძელდება.

ოქროსგან განსხვავებით შავი ოქროს" ფასი მართალია მარტი-აპრილის ფსკერიდან ამოვიდა, მაგრამ მაინც $45-ზე დაბლა ნარჩუნდება და დაბალი მოთხოვნის პირობებში საშუალოვადიან პერსპექტივაში მისი მკვეთრი ზრდა არცაა მოსალოდნელი.