მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფასიანი ქაღალდების ბაზრი 5 წელიწადში 14-ჯერ გაიზარდა

ფასიანი ქაღალდები

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძემ ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ბოლო წლებში შესამჩნევია სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივი სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა. მშპ-თან მიმართებით, ადგილობრივი სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 2019 წლის ბოლოს 11% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ კაპიტალის ბაზრის ზრდის ტენდენციას ასევე საპენსიო რეფორმაც დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, უპრეცედენტო მასშტაბის გრძელვადიანი დაფინანსების ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2019 წელს დასრულდა და დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს ჩარჩოს პროექტებს, რომლებიც საინვესტიციო ფონდებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარგულირებელი პრინციპების ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას უზრუნველყოფენ,“ -განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.