მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფერმერები საირიგაციო გადასახადისგან თავისუფლდებიან

ირიგაცია

42 000 ფერმერი 20 წლის განმავლობაში საირიგაციო გადასახადისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სექტორში ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ამჟამად საირიგაციო საფასური 1 ჰა მიწაზე 75 ლარს შეადგენს. პრემიერისვე განცხადებით თითოეული ფერმერი 1 ჰა დარეგისტრირებულ მიწაზე 200 ლარიან სუბსიდიას და საწვავზე 1 ლარიან ფასდაკლებას მიიღებს. მისივე ცნობით მომავალშიც აგროდიზელის ფასი საგრძნობლად იაფი იქნება.