ეკონომიკა

ფერმერებისთვის ფასდაკლებული აგროდიზელის გაცემა დაიწყო

აგროდიზელი
10:26 22.05
დაკოპირებულია

შიდა ქართლში შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილზე გაეცნო.

„იმ შეღავათებით სარგებლობას, რაც სახელმწიფოს მიერ იქნა განსაზღვრული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიიღებენ, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, 20 მაისიდან, „სოკარის” ავტოგასამართ სადგურებზე ფერმერები სახელმწიფო შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. 

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. ბარათით დიზელის შეძენა საბაზრო ფასთან შედარებით 1 ლარით ნაკლებად იქნება შესაძლებელი.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.

პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე -  არაუმეტეს 300 ლიტრის,  ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” - შუახევის, ხელვაჩაურისა და...
21:58
გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთ...
21:47
აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა...
21:47
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება - ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტი...
21:38
ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი სასამართლოში შესაძლ...
ხვალ, 29 მაისს, 11:00 საათზე, იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ (MKD Law) უფროსი პარტნიორის, კომპანია „ლი...
ტურიზმის გახსნისთვის სამთავრობო რეგულაცი...
სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა...
დავით ჩიხელიძე: პრემიერი და ოპოზიცია, რო...
პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ საქმიანი, ფაქტებზე დაფუძნებული სიტყვა, რომელიც ნათლ...
რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი აშე...
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ც...