მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, 15 ივლისს, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად თანამშრომლობას გააგრძელებენ.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მხარეებმა მიმოიხილეს იმ პროგრამების მიმდინარეობა, რომელსაც ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) აფინანსებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs), ასევე, საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სფეროში. ისაუბრეს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტის“ შესახებ, რომლის მიზანია, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგო ეფექტურობის გაზრდა.