ეკონომიკა

ფხაკაძე: პრემიერმა რამდენჯერმე გვითხრა, რომ ლოკდაუნი არ იქნება - ეს იყო ბიზნესის ერთსულოვანი თხოვნაც

სოსო ფხაკაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
16:42 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„დღეს ეს იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ჩვენი საუბრის. პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ბიზნესის ერთსულოვანი თხოვნაც, რომ ასეთი ჩაკეტვები აღარ მოხდეს და ამას არანაირად არ აპირებს“, - ამის შესახებ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, პრემიერ-მინისტრისა და მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ლოკდაუნს საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

„პირველი, რაც გვითხრა პრემიერ-მინისტრმა იყო ეს და შემდეგ დისკუსიის პროცესში რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას ორი მიზეზის გამო - საკმაო გამოცდილებაა დაგროვილი უკვე, რომ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა.

მაშინდელი პერიოდი და დღევანდელი პერიოდი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა ჩაკეტვა, რომ თეორიულადაც მოხდეს უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე რაიმე სიკეთე იქნება. ამაში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამაში მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ამას არ აპირებს და ამის გაკეთება არ იქნება სწორი“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...