ეკონომიკა

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
20:37 სამ. 27 ოქტომბერი
დაკოპირებულია

27 ოქტომბერს, ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გახსნის ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის.

„ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს, უზრუნველყოფს რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას.

თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ცენტრს დღეს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი.

საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას. ცენტრს გააჩნია მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებლის შესაძლებლობებისა და ფუნქციური დანიშნულების შესახებ კომუნიკაცია შედგა საზღვაო ინდუსტრიის ყველა სეგმენტთან, რამაც საპასუხოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს, რაც ნათლად მეტყველებს, რომ დარგის მოთხოვნებსა და გამოწვევებს ფოთის ფილიალი სათანადოდ პასუხობს.

„ბევრი კომპანია როგორც სანავსადგურე სექტორიდან, ასევე მეთევზე-ლიცენზიანტები, ლოცმანები და სხვები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სასწავლებლის აღჭურვის პროცესში. სასწავლებლის უმსხვილესი დონორები „APM ტერმინალს ფოთი“, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი BICT, „Channel Energy (Poti) Limited Georgia“ და მეთევზე-ლიცენზიანტები არიან.

მეთევზე-მეზღვაურთა ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მეთევზის სიმულატორით, რომელიც ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლებელი მოამზადებს კვალიფიციურ მეთევზე მეზღვაურებს, რომლებიც თანამედროვე თევზსაჭერ გემებზე შეძლებენ დასაქმებას. აღსანიშნია, რომ სიმულატორის შეძენა მეთევზე-ლიცენზიანტებმა დააფინანსეს.

კომპანია “APM ტერმინალსის” მხარდაჭერით სასწავლებელს ექნება ამწის სიმულატორი, რომლის ანალოგი დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ცენტრი მოამზადებს ამწის მაღალკვალიფიციურ ოპერატორებს, რაც ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალობაა პორტებში.

ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის პარტნიორი და მხარდამჭერია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი სამინისტროები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით“, - აცხადებენ სამინისტროში.

საზღვაო სასწავლებლისათვის გამოყოფილი ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ფაქტობრივად დანგრევის პირას იყო. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის საზღვაო აკადემიიაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი გაკეთდებოდა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის - შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მაქსიმალურად დაუბრუნდა პირვანდელი სახე.

ცენტრის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასწავლებლის დონორები და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...