მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირბადეების, საიზოლაციო კომბინიზონების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება და იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

პირბადე აფთიაქებში

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის, მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დღგ-სგან გათავისუფლდა.

ფინანსთა მინისტრმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

"აღნიშნული გადაწყვტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით", - აღნიშნულია ინიციატორების განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 23 კი, გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს.